PARTNERSHIP FOR INNOVATIVE  ENTREPRENEURIAL EDUCATION

პროექტის მიზანია: კონსორციუმის ორგანიზაციების შესაძლებლობების გაზრდა ახალგაზრდულ საქმიანობაში ინოვაციური სამეწარმეო განათლების განვითარების ხელშეწყობის მიზნით, ახალგაზრდების სამეწარმეო უნარების განვითარება და მათი დასაქმების შესაძლებლობების ზრდა.
 

პროგრამის ამოცანები: 

  • ინოვაციური სახელმძღვანელოს შექმნა ახალგაზრდული მუშაკებისთვის, რომელიც ხელი შეუწყობს ახალგაზრდების პიროვნულ განვითარებას, მეწარმეობაში ჩართვას და დასაქმების შესაძლებლობების განვითარებას.

  • ხელი შეუწყოს კონსორციუმის ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას და საუკეთესო გამოცდილების გაზიარებას ინოვაციური მუშაობის ჩამოყალიბებისთვის.

  • ხელი შეუწყოს მეწარმეობასა და მენტორინგზე საგანმანათლებლო მასალების და დოკუმენტების გარცელებას.

  • ახალგაზრდული მუშაკების მენტორებად ჩამოყალიბება.

პროექტის პარტნიორ ქვეყნებს წარმოადგენს: სომხეთი, ესტონეთი, იტალია, საქართველო.

პროექტის ეტაპები: 

  1. პროექტში მონაწილე ორგანიზაციების შეხვედრა, პროეტის სამოქმედო გეგმისა და აქტივობების გასაწერად (არმავირი, სომხეთი).

  2. ორგანიზაციების ონლაინ  პორტალის შექმნა ახალგაზრდებში განათლების, მეწარმეობის, დასაქმების შესაძლებლობების ზრდისთვის.

  3. სემინარი "ინოვაცია ხარისხიანი ახალგაზრდული მუშაობისთვის„ (ესტონეთი, ტარტუ)

  4. ”ახალგაზრდული მუშაკები, როგორც მენტორები მეწარმეობის განვითარებისათვის“ (არმავირი, სომხეთი)

  5. RICDOG-ის კორპორატული სტრუქტურისა და სისტემის გაცნობა. (ქუთაისი, საქართველო)

  6. პროექტის შემაჯამებელი შეხვედრა (იტალია).

© 2019  RICDOG. Николоз Осепаишвили & Луи Кацадзе.
Научно-интеллектуальный клуб "Диалог поколений" 
Будь Активным всегда и везде!

  • Instagram
  • Facebook
  • YouTube
  • Vkontakte