ნეირო ლიდერობის პროგრამა

"ნეირო ლიდერობის პროგრამა" ახალგაზრდებს საშუალებას აძლევს განავითარონ თავიანთი ლიდერული უნარები და გახდნენ აქტიური მოქალაქეები. 

პროგრამის მონაწილეები ორგანიზაციის პროგრამებში პრაქტიკული მუშაობის საფუძველზე სწავლობენ მართვას, აქტივობების დაგეგმვას და საკუთარი თავის ეფექტურად წარმოჩენისთვის საჭირო მეთოდების გაანალიზებას. 

 

პროგრამის შეხვედრები კვირაში ორჯერ იმართება. 

პროგრამის ხანგრძლივობა: 6 თვე.

პროგრამის მიზანია:
• ლიდერული უნარ-ჩვევების განვითარება და ლიდერობისთვის საჭირო 32 საბაზისო კომპეტენციის გამომუშავება;
• ახალი მიდგომების, ინოვაციური აზროვნებისა და ფინანსური განათლების მიღება;

 

• დროის, ემოციებისა და ჯგუფის მართვისთვის საჭირო უნარის დაუფლება;• აქტივობების დაგეგმვის ტექნიკის შესწავლა;• საკუთარი თავის ეფექტურად წარმოჩენისთვის საჭირო მეთოდების გაანალიზება;• კარიერული განვითარებისთვის გეგმის შემუშავება.

პროგრამა მოიცავს:
კომპლექსულ ცოდნას ლიდერობის შესახებ;

აკადემიურ სწავლებას ინოვაციური მეთოდების გამოყენებით, რომელიც უზრუნველყოფს მიღებული თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გადატანას.

ვინაიდან ტერმინი „ნეირო“ გულისხმობს სიღრმისეულ მიდგომას და ამომწურავი ინფორმაციის ფლობას ორგანიზაცია პროგრამის მონაწილეებს პრაქტიკული ცოდნის გამყარებისთვის საკუთარ სივრცეს სრულად შესთავაზებს. ეს კი პროგრამაში ჩართულ პირებს საშუალებას მისცემს ჩამოყალიბდნენ ლიდერებად და წარმატებით განახორციელონ საქმიანობა. ასევე გახდნენ შრომით ბაზარზე კონკურენტუნარიანები.
- პროგრამის ხანგრძლივობა: 6 თვე;
- პროგრამაში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ +18 პირს.

© 2019  RICDOG. Николоз Осепаишвили & Луи Кацадзе.
Научно-интеллектуальный клуб "Диалог поколений" 
Будь Активным всегда и везде!

  • Instagram
  • Facebook
  • YouTube
  • Vkontakte